აჭარაში კორონავირუსი 499 ადამიანს დაუდასტურდა

09 აგვისტო 2021, 10:47 1011 ნახვა

9 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 282 ადამიანი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 874.  მძიმე პაციენტია 134 ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 21 პირი.

2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 - თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 332, პირი, აჭარაში - 5 186.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი