გლობალური ხანძარი თურქეთსა და საბერძნეთში

06 აგვისტო 2021, 20:47 1466 ნახვა

ოთხმა ეჭვმიტანილმა 2 აგვისტოს მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და გაქცევა სცადეს.  ბოდრუმის რაიონში კი კიდევ 3 ადამიანი მანქანიდან ანთებულ სიგარეტს ისროდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა. ასეთია თურქული მედიის ინფორმაცია,რომ ქვეყანაში ცეცხლის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააპატიმრეს. მეზობელი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკვე ცხრა დღეა მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ძლიერ ცეცხლს ებრძვიან საბერძნეთშიც. ისტორიული ქალაქის შემოგარენი ცეცხლშია გახვეული. ანტიკური ოლიმპიადის ჩატარების ტერიტორიაზე მეხანძრეები იბრძვიან, რომ ცეცხლის კერებმა არქეოლოგიურ ადგილებამდე არ მიაღწიოს. ხანძრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში