“მტკიცე სული 2021” – დასკვნითი ღონისძიება

06 აგვისტო 2021, 14:26 828 ნახვა

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ დღეს ოფიციალურად დასრულდა. დახურვის ცერემონია ორფოლოში გაიმართა. წვრთნებს საქართველომ უკვე მეათედ უმასპინძლა.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვის, აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

სწავლებაში „მტკიცე სული“ 2021 წელს 15 ქვეყნის 2 500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი