აჭარაში კორონავირუსი 628 მოქალაქეს დაუდასტურდა

06 აგვისტო 2021, 10:55 930 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 628 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი.

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 802. მძიმე პაციენტია 130, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 18 პირი.

2 472 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 - თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 088 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 4 592. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი