კორონავირუსის გავრცელების მხრივ დედაქალაქის შემდეგ, რთული სიტუაცია აჭარაშია. ორივეგან თითქმის სრულად დელტა შტამი დომინირებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ covid 19-ის ინდური ვარიანტი ბრიტანულივით სწრაფად ვრცელდება, თუმცა მისგან გასხვავებით ასევე მძიმედ მიმდინარეობს. მის სამიზნეს კი ახალგაზრდებიც წარმოადგენს. ყოველდღიურად ათასობით ინფიცირებულის ფონზე, საავადმყოფოები გადატვირთულია. აჭარაში კოვიდინფიცირებული მოზარდების მისაღებად თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ არის. მედიკოსები მოსახლოებას,სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენის პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვისა და აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.