ლუკაშენკო ლიეტუვის ხელისუფლებას აკრიტიკებს

05 აგვისტო 2021, 18:57 713 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ლიეტუვის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს არალეგალი მიგრანტებისადმი სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. ლუკაშენკოს თქმით, ბალტიისპირეთის ამ ქვეყნის ხელისუფლება შანტაჟისა და ზეწოლის ტაქტიკაზე გადავიდა. ერთ-ერთ საფრთხედ ლუკაშენკო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში არალეგალი მიგრანტების შეგროვებას ასახელებს. ლიეტუვის ხელისუფლებამ 2 ივლისიდან ქვეყანაში  არალეგალი მიგრანტების შედინების გამო საგანგებო რეჟიმი დააწესა.  ლუკაშენკო აღიარებს, რომ მიგრანტების შესაკავებლად, რომლებიც ბელარუსის გავლით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებიან,  არც ფული და არც ძალა არ აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი