ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას - პრემიერი

04 აგვისტო 2021, 12:49 1420 ნახვა

პრემიერის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროა ჩვენს ქვეყანაში, მთავრობაში, რომელიც ორიენტირებულია, ზოგადად, მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე.

ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში, მთავრობაში, რომელიც ორიენტირებულია, ზოგადად, მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე.

ჩვენ ვგეგმავთ და ამაზე ბატონი მინისტრი ისაუბრებს, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად, მაგალითად საბჭოთა კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს დღევანდელ რეალობაში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, სრულად ჩანაცვლდეს საბჭოთა მემკვიდრეობა, საბჭოთა კანონმდებლობა, თანამედროვე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიზაციაში უნდა მოვაქციოთ მთლიანად, მთელი საკანონმდებლო სივრცე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაგეგმილი არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული სერვისების მიწოდებას ადგილზე, ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი