ბათუმის „დინამო" ხვალ „სივასპორს" დაუპირისპირდება

04 აგვისტო 2021, 11:49 1079 ნახვა

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება. ხვალ გია გეგუჩაძის გუნდი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" დაუპირისპირდება.

როგორც მატჩამდე გაირკვა, გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა: უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სტუმრად გასამართ შეხვედრას სტუმარი გუნდის გულშემატკივარი მსოფლიოში არსებულ პანდემიის გამო ვერ დაესწრება -  ნათქვამია ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაში.

მატჩი ხვალ 21:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ამ დროისთვის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში