ბათუმის "დინამოსა" და "სივასპორის" მატჩის ბილეთების 99% გაყიდულია

03 აგვისტო 2021, 20:07 2086 ნახვა

ბათუმის "დინამოსა" და თურქული "სივასპორის" მატჩის ბილეთების 99% გაყიდულია. ბილეთების გაყიდვა დღეს დილის 10 საათზე დაიწყო და დაახლოებით 3 საათში ყველა 5-10-15 ლარიანი ბილეთი გაიყიდა.

ამ დროისათვის Biletebi.ge-ზე დაახლოებით 200 ცალი 25 ლარიანი ბილეთია დარჩენილი.

რეგლამენტის თანახმად მატჩზე სტადიონის ტევადობის 50% -ით შევსება არის შესაძლებელი, რაც დაახლოებით 10 000 გულშემატკივარია.

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "სივასპორს" უმასპინძლებს. შეხვედრა 5 აგვისტოს ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ რომ გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში სან მარინოს "ტრე პენე" 7-0 დაამარცხა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ბოროსოვის "ბატეს" ორი მატჩის ჯამში 4-2 აჯობა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი