ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ საქართველოს ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოუპოვა

31 ივლისი 2021, 16:55 1744 ნახვა

ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ  საქართველოს ტოკიოში პირველი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

96 კგ. წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოიმ ატაცში მისი მაქსიმალური  წონა 177 კილოგრამი დაძლია და ამ დისციპლინაში მე-3 შედეგი აჩვენა.

რაც შეეხება აკვრას აქ ანტონმა პირველ ცდაზე 207 კილოგრამს გაართვა თავი, თუმცა ტრავმა მიიღო.მეორე მისვლაზე კი უკვე 210 კგ. ვერ დაძლია.

მიუხედავად ტრავმისა პლესნოიმ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და 210 კგ დაძლია, რითაც ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იგივე ჯამური წონით 387 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა ვენესუელელმა ვანელილამ, ხოლო ოქროს მედალი ორჭიდში დაფიქსირებული 402 კგ.ით  ყატარელმა ელბახმა მოიპოვა.

ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში