ცეცხლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

31 ივლისი 2021, 15:10 2205 ნახვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება.სამინისტროს განცხადებით, 06:30 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე ცეცხლის გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით და საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით ფორტიფიკაციული სამუშაოების განხორციელებას შეეცადნენ.

თავდაცვის უწყების თქმით, სომხური მხარის საპასუხო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა და სამუშაოები შეაჩერა. სამინისტროს განცხადებით, ამჟამად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი