კულტურა ყოველთვის იყო მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. კულტურული ტურიზმის მნიშვნელობა ხასიათდება რამდენიმე კომპონენტით, გარდა ეკონომიკური და სოციალური სარგებლისა იგი ახდენს ქვეყნის ტურისტულ იდენტიფიცირებას, ხელს უწყობს კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ადამიანებს შორის ჰარმონიისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას. თუ ქედაში, სოფელ დანდალოში მოხვდებით, ნახავთ არძენაძაძეების ოჯახს, რომელთა წევრები უკრავენ და მღერიან, მასწავლებელი კი ოჯახის უფროსია. როგორც ამბობენ, ფოლკლორზე არც ოჯახური სასტუმროებიდან არის და არც ტურისტული კომპანიებიდან ჯერ-ჯერობით მოთხოვნა არ არის.