საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

30 ივლისი 2021, 10:59 976 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 561 პაციენტი, გარდაიცვალა 25.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,93 %, ბოლო 14 დღის – 6,59 %, ბოლო შვიდი დღის – 7,09 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 416 338 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 381 246 გამოჯანმრთელდა, 5 793 კი, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში