პრობლემები კოვიდის მართვაში

29 ივლისი 2021, 18:04 659 ნახვა

კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მესამე დღეა ოთხნიშნაა საქართველოში. ქვეყანაში კორონავირუსი  კიდევ 2 796 ადამიანს დაუდასტურდა, 17 კი გარდაიცვალა. ისევ მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში. გაზრდილი ეპიდსიტუციაიის ფონზე მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ; ხარვეზებზე საუბრობენ. მათი განმარტებით სამედიცინო  მომსახურების მირებას უშედეგოდ საათობით ელოდებიან, სისტემა გადატვირთულია. მსგავს პრობლემაზე დღეს სოციალურ ქსელში  უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატმა და გიორგი გახარიას გუნდის წევრმა მერაბ ბლადაძემ დაწერა. როგორც ის აცხადებს მედიკოსები მის ოჯახს მას შემდეგ დაუკავშირდნენ რაც პრობლემის შესახებ ღიად სოციალურ ქსელში დაწერა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში