მთავარი სპორტში

28 ივლისი 2021, 20:31 1127 ნახვა

ახალი სახელი მსოფლიოს მწვერვალზე. 21 წლის ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია.90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა როკ-ის წარმომადგენელ მიხაელ იგოლნიკოვთან.

ფინალური ბლოკის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა, პირველივე წამებიდან სწრაფ რიტმში დაიწყო. როცა ბექაურმა ვაზარი მოიპოვა, ტრიპელი მიხვდა, რომ ბრძოლის შემოტრიალება რთული იქნებოდა. მას მცდელობა არ დაუკლია, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა შეძლო, შორს დაეჭირა გერმანელის შეტევები და საბოლოოდ, 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადას ახალი ჩემპიონი ჰყავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში