კოვიდ-ვითარება ისევ მძიმდება, შეზღუდვები - არა

28 ივლისი 2021, 19:53 266 ნახვა

„ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია“ - ასეთია ეპიდემიოლოგების პოზიცია. რეგულაციების აღსრულების კონტროლთან ერთად კი მოქალაქეებს თვითშეგნების გამოჩენისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ პიკი, სავარაუდოდ, 1 კვირა - 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მძიმე ჩაკეტვებიც აღარ იქნება.კვირის ბოლომდე დამატებით ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება იმისათვის, რომ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს. ინფიცირების საერთო სტატისტიკა ქვეყანაში დღესაც გუშინდელის მსგავსად, ბოლო თვეების რეკორდული, 3 ათასზე მეტია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში