ეპიდ-ვითარება და ვაქცინაცია ბათუმში

27 ივლისი 2021, 19:45 853 ნახვა

წლის ანტირეკორდი. დღეს, ყველაზე მეტი 3666 კოვიდ ინფიცირებული გამოვლინდა და 17 გარდაიცვალა. ვირუსის დღიური დადებითობის მაჩვენებელი კი უკვე 8,68%-ია. საქართვლოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 ათასი აქტიური შემთხვევაა. ეს ციფრები და კლინიკებში არსებული ვითარება, მძიმე მდგომარეობას ადასტურებს. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე, სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც. ვირუსის გავრცელების ყველა ინდიკატორი გაუარესებულია. ეპიდემიოლოგები რეკომენდაციას გასცემენ პირბადე მოქალაქეებმა ღია სივრცეშიც ატარონ, დიდი ღონისძიებები კი, რომელიც მათ შორის ტურისტულ სეზონზეა დაგეგმილი არ უნდა ჩატარდეს. ჩაკეტვა მთავრობისთვის მიუღეველი ფორმაა. რადგან, როგორც ამბობენ ქვეყანას პანდემიის წინააღმდეგ უკვე აქვს მძლავრი იარაღი  მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობის სახით და დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი