სტიქია საქართველოში, მთაში სეტყვაა ბარში წვიმა. სამეგრელო,სვანეთი,აჭარა რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგებს უმკლავდებიან. ქუჩების ნაწილი დაიტბორა ბათუმში. მოსულმა უხვმა ნალექმა, ე.წ. ჭაობის დასახლებაში არაერთ ოჯახს კერძო და კომერციული ფართი დაუზიანა. დაიტბორა პირველი სართულები. წყალი შევიდა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაშიც. წვიმისა და ნისლის გამო კიევიდან საერთაშორისო რეისი ვერ მიიღო ბათუმის აეროპორტმა და რეისი თბილისში გადამისამართდა, დაგვიანებით შესრულდა ბათუმი-კიევის რეისიც. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა მეწყერიც, მიწა იმ ადგილას ჩამოიშალა, რომელიც ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებისკენ მიდის. მეწყერი იყო გონიო-კვარიათშიც.