ცვლილება საქართველოს იარაღის შესახებ კანონში

24 ივლისი 2021, 20:10 2316 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.ცვლილებების თანახმად აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება. გარდა ამისა, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრა კანონით დადგენილი მიზნით იარაღის განმუხტულ მდგომარეობაში გადატანა-გადაზიდვის ვალდებულება.

მოცემული რეგულაციების დარღვევისთვის, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, 1 წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი