ბათუმში მომხდარი 60 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე, დღეს პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. სადაც მოსამართლემ ბრალდებულ 20 წლის ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა სასამართლოზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეზე შესაბამისი სამხილები არ არსებობს, ამიტომ სასამართლოს გირაოს სახით 20.000 ლარის გადახდის შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, შემთხვევა ბათუმის ძველ ბულვარში ერთ-ერთ კაფეში მოხდა, თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცმა დაცვის თანამშრომელს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.