გიორგი გახარიას პარტიის წევრს დიმიტრი ჭეიშვილს წვრილმანი ხულიგნობისთვის 550 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიმართ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დიმიტრი ჭეიშვილი ქართული ოცნების წევრი იყო, თუმცა იგი, პარტიის ინფორმაციით, შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო გარიცხეს.