ამ წუთებში იწყება ფაიზერის 500 ათასს დოზაზე რეგისტრაცია, რომელიც ქვეყანაში გუშინ შემოვიდა, ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია, თუმცა ფაიზერის წინა რეგისტრაციაზე ყველა დოზაზე 1 საათში მოხდა რეგისტრაცია და ყველა გამოკითხვით მოსახლეობაში ეს აცრა ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 617 ახალი დადასტურებული შემთხვევა.აქედან აჭარაზე 236 მოდის. გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი. რაც შეეხება გარდაცვალებას დღეს დაფიქსირდა 9 შემთხვევა.. დღეს იუნისეფის ინიციატივით ტურისტული სექტორის ვაქცინაციაც უნდა მოხდეს.