ქალი დეპუტატებისა და უფლებადამცველების პროტესტი პარლამენტთან. ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები რომლებსაც პარლამენტში პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის სპიკერს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის. ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო. მათ სპეციალური განცხადების წაკითხვა პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ მოწყობილ ტრიბუნასთან სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პარლამენტის დაცვის სამსახურმა არ მისცა და როგორც უკვე გითხარით შენობაში არ შეუშვეს.