პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. საგნის გამოცდა პედაგოგს საშუალებას აძლევს დაადასტუროს, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს ფლობს.
ქვეყანაში პედაგოგთა გამოცდები სწორედ ახლა მიმდინარეობს. გამოცდებში მიღებული შედეგების მიხედვით უნდა გაირკვეს, რა სტატუსით გააგრძელებენ ისინი საქმიანობას.