ოჯახები ბინების დაკანონების მოთხოვნით

20 ნოემბერი 2016, 00:00 3320 ნახვა

აქცია გონიოს დასახლებაში. ანდრია პირველწოდებულის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელი ბინების დაკანონებას ითხოვს. ისინი ყოფილი რუსული ბატალიონის შენობაში რადმენიმე ათეული წელია ცხოვრობენ, ასეთი სულ 8 ოჯახია, ამათგან სამმა - საცხოვრებელი დიდი ხნის წინ დაიკანონა, დანარჩენი 5 ოჯახი კი დღემდე ცდილობს პრობლემის მოგვარებას. მოსახლეობამ მერიასაც მიმართა, სადაც უპასუხეს, რომ შენობა-ნაგებობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და ამ მიზეზით ვერ დაუკანონებდნენ. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ადგილობრივებს წერილობით განუმარტეს, რომ აღნიშნული შენობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს, ანუ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის და ამ ეტაპზე უწყება საკითხს ვერ განიხილავს. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. ჩვენ მთელი დღე ვცდილობთ იმ უწყების პოვნას, ვის სარგებლობაშიც არის ეს ტერიტორია. ბათუმის მერიაში და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვეს. მათი სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა მათ არ ეკუთვნით, კომენტარი არც თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულა, აქაც სიტყვიერი განმარტება მოგვცეს და გვითხრეს, რომ ტერიტორია არც მათ სარგებლობაშია. ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით ამ დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი მიქელაძეს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონიო ზარებს არ უპასუხა, ჩვენს ზარებს არც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი