აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - არმიის პოზიციებს სომხეთის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს

20 ივლისი 2021, 08:42 551 ნახვა

აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაქის რაიონის მიმართულებით სომხეთის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმას აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. „აზერბაიჯანის არმიაში არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი