საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელების გამო ქვეყნის ზოგიერთ რაიონში "კომენდანტის საათს" გამოაცხადებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. საფრანგეთში 18 ივლისს კორონავირუსის 12 ათას 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ზედიზედ მესამე დღეა, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 10 ათასს აჭარბებს.