მოსახლეობა ბინების დაკანონებას ითხოვს

20 ნოემბერი 2016, 00:00 3436 ნახვა

აქცია გონიოს დასახლებაში. ანდრია პირველწოდებულის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელი ბინების დაკანონებას ითხოვს. ისინი ყოფილი რუსული ბატალიონის შენობაში რადმენიმე ათეული წელია ცხოვრობენ, ასეთი სულ 8 ოჯახია, ამათგან სამმა ოჯახმა საცხოვრებელი დიდი ხნის წინ დაიკანონა, დანარჩენი 5 ოჯახი კი დღემდე ცდილობს პრობლემის მოგვარებას. მოსახლეობამ მერიასაც მიმართა, სადაც უპასუხეს, რომ შენობა-ნაგებობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და ამ მიზეზით ვერ დაუკანონებდნენ. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ადგილობრივებს წერილობით განუმარტეს, რომ აღნიშნული შენობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს, ანუ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის და ამ ეტაპზე უწყება საკითხს ვერ განიხილავს. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი