ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ავტორიზაცია ამ დროისთვის 7 კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მიღებული. მათი ეფექტურობა განსხვავებულია, განსაკუთრებით კი ახალ შტამებთან ბრძოლის თვალსაზრისით.
თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც კი, დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან, ჰოსპიტალიზების საჭიროებისა თუ ფატალური შემთხვევებისგან ყველა ვაქცინა გვიცავს.