კოვიდვითარება მძიმდება

17 ივლისი 2021, 20:15 930 ნახვა

აჭარაში დელტა შტამი დაფიქსირდა. ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა რამდენიმე ტურისტს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უცხოელ ვიზიტორებს ვირუსი გეგმიური  პისიარ კვლევის დროს გამოუვლინდათ, ლაბორატორიულმა ანალიზმა კი დელტა შტამი დაადასტურა. უწყებაში ამბობენ, რომ ინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას  კვლავ  მზარდია. ბოლო  24  საათში ქვეყანაში 1 808  შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში კი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად ინფიცირებულთა რიცხვმა 161-ს მიაღწია. გარდაიცვალა 22 პაციენტი. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო 12 დღით დაიკეტა ქობულეთში ერთ-ერთი კაფე. ინფიცირებულია რესტორნის 10 თანამშრომელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი