ევროკავშირი მზად არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში პრობლემების მოგვარებაში უფრო ღრმად ჩაერთოს.-ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იქნება სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარება, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია.
როგორც იცით სომხეთიდან, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში ხვალ ღამით ჩამოვა. 19 ივლისს კი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრას შეუერთდება.