ხულოში გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი საჯარო მოხელე შეუერთდა

16 ივლისი 2021, 10:53 2749 ნახვა

ხულოში გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი საჯარო მოხელე შეუერთდა. მერიის ''კულტურის ცენტრის'' დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახალ პარტიაში იქნება. 

გურამ ხოზრევანიძე წლების განმავლობაში ხულოს ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, ამჟამად კუთვნილ შვებულებაში იმყოფება, დასვენების დღეების ამოწურვის შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდება.

ხულოს მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი გახარიას გუნდს ხულოდან ორი მოქმედი დეპუტატი შეუერთდა. მათ შორის ერთ-ერთი მმართველი გუნდის წევრი იყო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში