ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენა

15 ივლისი 2021, 15:22 1099 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც  ცესკოს თავმჯდომრეობისა და წევრობის კანდიდატებს უსმენენ.  ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი და ანრი ოხანაშვილი დაუპირისპირდნენ.  ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა,  რომ ცესკოს თავმჯდოამრეობის კანდიდატურები სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. საბოლოოდ ლევან ბეჟაშვილმა სხდომა დატოვა, მოგვიანებით კი ანრი ოხანასვილს კიდევ ერთი ოპოზიციონერი კოლეგა პაატა მანჯგალაძეც დაუპირისპირდა. დღეს  ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს უსმენენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.  პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს 3 ვაკანტურ ადგილზე საერთო ჯამში 6 პირი წარუდგინა. მათგან ორს ცესკოს თავმჯდომარეობის პრეტენზია აქვს. ცესკოს მოქმედ თანამშრომლებს გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო სექტორი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი