შეფერხება ვაქცინაციის პორტალზე

14 ივლისი 2021, 19:55 993 ნახვა

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეპიდ სიტუაცია გაუარესებულია და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება და მოსახლეობა ყველა საჭირო რეკომენდაციას არ დაიცავს, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. საყოველთაო ვაქცინაციასთან დაკავსირებით ჯანდაცვის მინისტრი ფაიზერით ვაქცინციაში მონაწილე კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული პრეპარატით აცრა თავდაპირველად 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი. ამჟამად ქვეყანაში ფაიზერის 28 ათასი დოზაა,მეორე და მესამე პარტია კი ამ თვეში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს. პრეპარატზე რეგისტრაცია დღის 3 საათზე დაიწყო, თუმცა ვებ-გვერდი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს . მიზეზად ჯანდაცვის უწყებამ მიმართვიანობის გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი