ბავშვებში ინფექციის ზრდის ტენდენცია გვაქვს - ამირან გამყრელიძე 

14 ივლისი 2021, 13:30 1403 ნახვა

ამირან გამყრელიძის თქმით, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია ფიქისრდება, მაგრამ ყველა დელტა შტამი არ არის. 

''ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, მაგრამ ის, რომ ყველა „დელტა“ შტამია, ნამდვილად არაა. ქვეყანაში საწოლფონდები საკმარისია ჯერჯერობით, პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენ 14 ათასამდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, საწოლფონდი საკმარისია“-  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი