ე.წ. დელტა შტამის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ამირან გამყრელიძის თქმით, ცირკულირებად შემთხვევებში 20% სწორედ ეს შტამია, დღეს სულ 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდა ამისა როგორც საკოორდინაციო საბჭოზე აღნიშნეს,თბილისში საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატება, რადგან აქამდე არსებული 200-მდე საწოლი უკვე შეივსო.