პერიპეტიებს შორის იყო ანა ნაცვლიშვილისა და მამუკა მდინარაძის სიტყვიერი დაპირისპირება, მდინარაძემ ნაცვლიშვილს ტრაგედიით მოვაჭრე და ცუდი მსახიობი მას შემდეგ უწოდა, რა დროსაც ანა ნაცვლიშვილი მასთან იმ დროს მივიდა, როცა მდინარაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ანა ნაცვლიშვილმა მას უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს, იმის გამო, რომ მედიის წარმომადგენლებს, რომელსაც საშვი აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ნაცვლიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დეპუტატებსაც შეექმნათ შენობაში შესვლის პრობლემა.