187 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში

11 ივლისი 2021, 12:03 640 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 187 მილიონს გადააჭარბა.შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი  აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 171 მილიონს შეადგენს. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11 მილიონ 900 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში