ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულია პოლიციელი

11 ივლისი 2021, 12:25 6732 ნახვა

ბათუმში ჯავახიშვილის და აბუსერიძის კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. მოტოციკლი პოლიციელს ეკუთვნოდა. თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად სამართალდამცველი  დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკაში განმარტავენ, რომ დაშვებულს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება და ამ დროისთვის კვლევები უტარდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში