მთიანი აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება. ამჯერად, ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გიდებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ჭვანას ხეობაში ინფოტური გამართა. ტურის მონაწილეებმა ჭვანას ხეობაში ლელთის ტბა, ხაბელაშვილების 300 წლოვანი, თაღოვანი ხიდი და სოფელი ცხემლისი მოინახულეს.
ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ის გამორჩეულია ტურისტული ღირსშენიშნაობებით, ადგილობრივი სამზარეულოთი და ფოლკლორით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შეიმუშავა ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 10 მლ ლარი დაიხარჯება.