სკაუტური ბანაკი დაიხურა

09 ივლისი 2021, 21:00 1890 ნახვა

საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ტრადიციული ბანაკი და საზეიმო დახურვა. ბოტანიკური ბაღი ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა სკაუტებს,რომლებიც სხვადასხვა  აქტივობაში მონაწილეობდნენ. ორგანოზატორების განცხადებით, სკაუტებმა მოილაშქრეს სოფელი მახუნცეთი. მიიღეს მონაწილეობა წყლის აქტივობებში, გაიარეს ტრენინგები და  მასტერკლასები სხვადასხვა თემაზე. დახურვის ცერემონიის ფარგლებში გუნდებად დაყოფილმა სკაუტებმა შეასრულეს ჰიმნი,  ისაუბრეს მიზანზე, სტუმრებს აჩვენეს ბანაკში ნასწავლი ცეკვები,გამოიფინა მათი ნამუშევრები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში