16 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა ხელისუფლებას. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები "კრიტიკულ ზღვარს" მიუახლოვდა. მათი შეფასებით, ხელისუფლება ვერ იცავს ჟურნალისტებს, ხოლო ბოლო წლების თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას: 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავეებს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას".
ასევე, მიმართავენ პარლამენტს, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.