ე.წ. „ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
საუბარია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.