ისრაელის მე-11 პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას იცხაკ ჰერცოგი შეუდგება.ინაუგურაციის ცერემონია ისრაელის პარლამენტში- ქნესეთში გაიმართება. იგი ფიცს 107 წლის საოჯახო ბიბლიაზე დადებს, რომელიც თავის დროს მამამისმა, ისრაელის მე-6 პრეზიდენტმა ინაუგურაციისას გამოიყენა. ფიცის დადების შემდეგ, ახლად არჩეული პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს ქნესეთს. იცხაკ ჰერცოგი ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად 2 ივნისს აირჩია.