კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება ბარებისა და კლუბებისთვის კარანტინს ამკაცრებს. ობიექტები, რომლებიც რეგულაციას დაარღვევენ, 5 ათასი ევროთი დაჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა ორმაგდება, მესამე დარღვევაზე კი მფლობელს ლიცენზია ჩამოერთმევა. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში "ახალი შტამი "დელტა" დომინირებს, და ახალი შემთხვევები, უმეტესად, ახალგაზრდებში კლუბებისა და ბარების ღონისძიებებზე სტუმრობის შემდეგ ვლინდება. პანდემიის დაწყებიდან საბერძნეთში კორონავირუსის 429 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.