ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

07 ივლისი 2021, 14:47 1007 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.

ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი და ბონდო გასვიანი გაივლიან. პროცესი უკვე დაწყებულია. 

თავმჯდომარის მოადგილეობის ერთ-ერთი კანდიდატი ანა მიქელაძე ცესკოს ყოფილი პრესსპიკერია .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში