ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პრემიერ -მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ . მიჩნიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ პრაიდთან დაკავშირებით ძალადობრივი ჯგუფები წააქეზა, რამაც ათობით ადამიანის დაშავება გამოიწვია. მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ პრემიერ -მინისტრზე ისრის გადატანა ოპოზიციის პოლიტიკური ხრიკია. მათი ნაწილი ემიჯნება გუშინდელ ძალადობას, ნაწილი კი ამბობს, რომ ისინი სამართალდამცავებთან ერთად ვერ დაიწყებენ მონიტორინგს და დამნაშავეების იდენტიფიცირებას, ეს მათი განმარტებით, სამართალდამცავი უწყებების პრეროგატივაა. ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები დღეს მომხდარის გაპროტესტებას პარლამენტთან 8 საათზე დაგეგმილ აქციაზე აპირებენ.