ლუკაშენკოს განცხადება

06 ივლისი 2021, 14:03 964 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ზემოქმედების მიზნით, დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოზე სანქციების დაწესება საერთაშორისო მასშტაბის შანტაჟია. ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა სანქციების წინააღმდეგ ზომების შესამუშავებლად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტი შემზღუდველ ზომებზე რეაგირებისა და სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, შეამციროს სანქციების ეფექტი და განვითარება განაგრძოს.ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები გასულ თვეს დაუწესა.

შემზღუდველი ზომები ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი