გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. გერმანიიდან საქართველოში171 მგზავრი ჩამოვიდა. ეკონომიკის მინისტრის განაცხადებით ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა კარგად მიმდინარეობს.
ავიაკომპანია მგზავრებს დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება. გერმანიის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის სამი ავიაკომპანია - ფრენებს კვირაში 9 სიხშირით ასრულებს.