აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სათვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. "ეს ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ტრამპმა. გამოკითხვების თანახმად, „რესპუბლიკური პარტიის“ ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დონალდ ტრამპი "დემოკრატებს" შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა და არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.